ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა თვითმფრინავებში მგზავრების ჩასხდომის ახალი ხერხის გამოცდა გადაწყვიტა. ანალიტიკოსების აზრით, ეს პროცესს ორ წუთამდე დააჩქარებს.

ექსპერიმენტი მომავალ კვირას დაიწყება. ახალი მეთოდი პირველი შიდა ფრენებზე გამოიცდება, ხოლო მოგვიანებით რამდენიმე საერთაშორისო რეისი დაემატება. ეკონომ კლასის მგზავრებს ადგილები რიგითობით დაეთმობათ. ჯერ თვითმფრინავში დაიშვებიან მგზავრები ვინც სავარძლები ილიმინატორთან აირჩია, შემდეგ კი ბორტზე დაიშვებიან მგზავრები ვისაც ცენტრალური (შუა) ადგილები ერგოთ, ხოლო ბოლოს თვითმფრინავში აუშვებენ მგზავრებს, რომელთა სავარძლებიც გასასვლელშია.

ახალი სისტემა არ გავრცელდება ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრებზე, პრიორიტეტული ჩასხდომის მქონე პირებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოგზაურებზე, თანმხლებ ბავშვებზე და ორ წლამდე ასაკის ბავშვებზე მყოფ ოჯახებზე.

თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, ის გავრცელდება ყველა ავიაკომპანიის რეისზე.