ფილადელფიის აეროპორტი გამცილებლებს ბორტზე ასვლამდე მგზავრთან ყოფნის საშუალებას მისცემს, რათა მათ მეტი დრო გაატარონ მოგზაურებთან. საშვის გაცემა ნოემბრიდან დაიწყება.

„ჩვენ ვღებულობთ ბევრ მოთხოვნას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, რომლებსაც სურთ მგზავრის გაცილება ჩასხდომამდე, ან პირიქით“, – განმარტავს აეროპორტის მარკეტინგისა და ბრენდინგის დირექტორი, მეგან ო’კონელი. „სტუმრის საშვი შეიძლება დაეხმაროს საყვარელ ადამიანებს მეტი დრო გაატარონ ოჯახის წევრებთან აფრენამდე ან შექმნან დასამახსოვრებელი გამოცდილება“.

PHL Wingmate პროგრამა 1-ში ამოქმედდება. თქვენ შეგიძლიათ საშვი, აეროპორტის ვებგვერდის საშუალებით, ფრენამდე 1-7 დღით ადრე მოითხოვოთ. ციფრული დოკუმენტი ხალხს გეითან წვდომის საშუალებას მისცემს, მაგრამ მხოლოდ 6:00 საათიდან 22:00 საათამდე.

მსგავსი პროგრამები უკვე გამოცდილია აშშ-ს სხვა აეროპორტებში. პირველი ამოქმედდა პიტსბურგში 2017 წელს, მაგრამ მალევე შეჩერდა. შემდეგი იყო ტამპა და ორლანდოს აეროპორტი.