პორტუგალიის ქალაქ პენიჩეში ტურისტებისთვის გადასახადის შემოღება გადაწყვიტეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იდეა უკვე მოიწონა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად წარუდგინა.

ახალი გადასახადი (თუ მიღებული იქნება) გავრცელდება საცხოვრებელზე. ტურისტებს, რომლებიც დარჩებიან სასტუმროებში, ჰოსტელებში, სახლებში, ბანაკებში და სხვა ოფიციალურ განთავსების ადგილებში, დღეში დამატებით 1 ევროს გადახდა მოუწევთ. მსგავსი წესები უკვე მოქმედებს ალგარვეში. მართალია, იქ კურსი უფრო მაღალია – 2 ევრო.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გადასახადი ხელს შეუწყობს რეგიონში ოვერტურიზმთან გამკლავებას და თანხებს ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის მოაგროვებს.