იაპონიის ხელისუფლება ოვერტურიზმთან საბრძოლველად საკუთარ გეგმას ავითარებს. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ​Covid-ის შეზღუდვები გააუქმა, ქვეყანას თვეში დაახლოებით 2 მილიონი ვიზიტორი აკითხავს – თითქმის იგივე მაჩვენებლები, რაც 2019 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ოფიციალური პირები კმაყოფილნი არიან ინდუსტრიის სწრაფი აღდგენით, ქალაქის ოფიციალური პირები და მოსახლეობა შეშფოთებულია. თუ ტურისტების რაოდენობა ზრდას გაგრძელებს, ქვეყანას პრობლემები შეექმნება. ემისიებისა და ნაგვის რაოდენობა უკვე საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესაჩერებლად კი ხელისუფლებამ რამდენიმე ღონისძიების ტესტირება გადაწყვიტა.

ამრიგად, ქალაქები გეგმავენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. უახლოეს მომავალში ქუჩებში მეტი ავტობუსები და ტაქსი უნდა გამოჩნდეს. მაგრამ მათი ფასებიც გაიზრდება.

გარდა ამისა, იაპონიის ქალაქი ჰაცუკაიჩი, სადაც მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი, Itsukushima Shrine, შემოაქვს ტურისტული გადასახადი. ისინი ყოველი უცხოელისგან 100 იენის (0,6 ევრო) გადახდის მიღებას გეგმავენ.

პოპულარულ ატრაქციონებზე ზეწოლის შესამცირებლად კიდევ ერთი იდეა არის არატურისტული ქალაქებისა და მიმართულებების პოპულარიზაცია.  ამ მიზნით უკვე არჩეულია 11 მიმართულება.

იაპონია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ოვერტურიზმის გამოწვევების წინაშეა. ევროპის მრავალი ქვეყანა ასევე აწესებს შეზღუდვებს.