საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „დრონი პლიუსზე“ სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის თანხმობის სერტიფიკატი გასცა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ კუთვნილი „DJI Agras T30“ უპილოტო საჰაერო ხომალდით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის შეწამვლითი სამუშაოები განახორციელა.
უპილოტო საჰაერო ხომალდებით ისეთი სერვისებისა და საავიაციო სამუშაოების განხორციელება, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამტვერვა, შეწამვლა, სპეციალური ტვირთის დაკიდებით საავიაციო სამუშაოს წარმოება და სხვა, საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას.
სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის თანხმობის სერტიფიკატის მოპოვების წესები და პირობები მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://uas.gov.ge/. ექსპლუატაციის თანხმობის გაცემა უფასოა.