ინდონეზიის ხელისუფლება ინვესტორებისთვის ცალკე აეროპორტს ქვეყნის ახალ დედაქალაქ ნუსანტარაში ააშენებს. მას მიენიჭება წოდება “სპეციალურად VVIP-ებისთვის – ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის”. დაგეგმილია, რომ ობიექტი 2024 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ამოქმედდება, იუწყება ინდონეზიური სააგენტო Antara.

გამოცემის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო სამშენებლო მოედანს 1 ნოემბერს ეწვევა და მომავალი აეროპორტის პირველ აგურს პირადად დადებს.

„ინვესტორები უფრო სწრაფად შეძლებენ ქალაქში მოხვედრას. ჩვენ ვემზადებით აეროპორტის მშენებლობისთვის, რომლის ასაფრენი ბილიკი და ტერმინალები ქვეყნის ტალანტებმადააპროექტეს“, – განაცხადა ინდონეზიის საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრმა ბასუკიჰადიმულჯონომ.

პროექტისთვის დაახლოებით 268,5 მილიონი დოლარია გამოყოფილი, ასევე აქ განთავსდება ვერტმფრენის მოედანი.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აეროპორტის არქიტექტურა ასახავდეს კალიმანტანისკულტურას, იცავდეს მწვანე შენობის კონცეფციას,” – თქვა ტრანსპორტის მინისტრმა ბუდი კარია სუმადიმ.

ამჟამად ეროვნულმა მთავრობამ მიაღწია ნუსანტარას 30%-ით დასრულებას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პრეზიდენტმა ვიდოდომ გამოაცხადა ქვეყნის დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციის ტყის ზონაში, ჯაკარტას დატვირთულობის შემსუბუქების მიზნით. მედიის ცნობით, 2023 წელს ინდონეზიის კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი საცხოვრებლის სამინისტრომ 694 მილიონი დოლარი გამოყო მშენებარე ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.