Lufthansa-მ ახალი ავიაკომპანია City Airlines-ი დააფუძნა, რომელიც ოპერირებას 2024 წელს დაიწყებს. გერმანული მედია წერს, რომ ავიაკომპანია მოკლე დისტანციურ რეისებს, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის შეასრულებს​.

გადამზიდველის მარშრუტების ქსელი ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავები ბაზირებული იქნება მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტებში.
პროფკავშირები დიდად არ უჭერდნენ მხარს ახალი ავიაკომპანიის შექმნის იდეას. მათი აზრით, ეს არის Lufthansa-ს ხარჯების შემცირების გეგმა. Lufthansa-ს წარმომადგენლები ამას უარყოფენ.

„City Airlines-სთან ერთად გვსურს შევქმნათ პერსპექტივები მომავალი ათწლეულებისთვის და ვუზრუნველვყოთ გერმანიაში მდგრადი სამუშაო ადგილები“, – თქვა იენს ფეჰლინგერმა, City Airlines-ის მმართველმა დირექტორმა.