ავიაკომპანია Geo Sky-მ დაასრულა Boeing 757-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების პროცესი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

სერტიფიცირების პროცესი მოიცავს: საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია-ვარგისობას და ექსპულატანტის სერტიფიკატის დანართ N1 -ში შეტანას.

ასევე, აღნიშნულმა საჰაერო ხომალდმა წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO).

“აღნიშნული აღიარება აძლევს საჰაერო ხომალდს ნებართვას, შეუზღუდავი ფრენები განახორციელოს, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე ევროპიდან ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის”, – განმარტავენ Geo Sky-ში.