Tourism Events Market Report-ის თანახმად, გლობალური ღონისძიებების ტურიზმის ბაზარმა 2022 წელს $1.6 ტრილიონი გამოიმუშავა და მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის 2.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, საშუალი წლიური 4.6%-იანი ზრდით.

ეს დინამიკა ძირითადად გამოწვეულია კორპორატიული შეხვედრების, კონფერენციების, გამოფენების, კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების სიხშირის ზრდით. თუმცა, მაღალი ხარჯები და ფრაგმენტაცია რჩება event-ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ ფაქტორად.

გამოფენებისა და კონფერენციების სეგმენტმა 2022 წელს ბაზრის უდიდესი წილი შეადგინა – შემოსავლების თითქმის მესამედი და, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მთელი საპროგნოზო პერიოდის განმავლობაში.

სპორტული სეგმენტი გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი და პროგნოზირებულია, რომ 2023-დან 2032 წლამდე ყველაზე მაღალი წლიურ ზრდას აჩვენებს. საუბარია საშუალო 7,1%-იან ზრდაზე.

ვირტუალური კომუნიკაციები იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ შემოსავლის სამ მეხუთედზე მეტი გამოიმუშავეს და ეს მონაცემები, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვირტუალური არხები დომინირებენ event-ბაზარზე მათი ხარჯების ეფექტურობის, გლობალური მიღწევისა და ცვალებადი გარემოებებისადმი ადაპტირების გამო.

რაც შეეხება ფიზიკურ არხებს, ისინი აჩვენებენ ყველაზე მაღალ წლიურ 5.5%-იან ზრდას 2032 წლამდე. ექსპერტები ამას მიაწერენ ავთენტური, იმერსიული გამოცდილების უპრეცედენტო მიმზიდველობას, რომელსაც თანამედროვე მოგზაურები ეძებენ.

ჩრდილოეთ ამერიკამ 2022 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა ღონისძიების ტურიზმიდან: რეგიონი შეადგენდა გლობალური ბაზრის შემოსავლის დაახლოებით ორ მეხუთედს და, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ლიდერის სტატუსს მთელი საპროგნოზო პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი აჩვენებს ყველაზე მაღალ საშუალო წლიურ ზრდას – 6,1%.