ანატოლია არის რეგიონი, რომელიც სავსეა ისტორიული საგანძურით. იგი მასპინძლობს მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებს და ისტორიაში ამით ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს.  თურქეთის მრავალი კულტურული მემკვიდრეობაა შესული იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში, რომელთა სანახავადაც    შესანიშნავი  პერიოდია მუზეუმების კვირეული. იგი ყოველწლიურად 18-24 მაისს აღინიშნება და მუზეუმების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

თურქეთის ცოცხალი კულტურული საგანძური

სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი   არის ერთ-ერთი უმდიდრესი  მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც შედგება სამი ცალკეული მუზეუმისგან, მათ შორისაა არქეოლოგიური მუზეუმი, ძველი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმი და ისლამური კერამიკის მუზეუმი. იგი მდებარეობს  სტამბოლში, ფატიჰის რაიონში. თოფქაფის  სასახლესთან და გიულჰანის პარკთან ძალიან ახლოს. ადგილი, სადაც მუზეუმია აშენებული, თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის სულთნების უდიდეს რეზიდენციას წარმოადგენდა. აღსანიშნავია  სტამბოლის ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმიც, ასევე პერას მუზეუმი, საკიფ საბანჯის მუზეუმი და სხვ.

თურქეთში არსებობს ისეთი მუზეუმებიც, სადაც მრავლად ნახავთ ანტიკური ცივილიზაციის ნაშთებს. მაგალითად, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით,  ჩანაქალეში მდებარე ტროას მუზეუმს , რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარული ტროას ომს, ცხოვრებას და სხვ.  აღსანიშნავია, რომ იგი 2020 წლის ევროპის მუზეუმის და 2020/2021 წლების ევროპის მუზეუმების აკადემიის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ღია ცის ქვეშ არსებული  მუზეუმი თურქეთი

აღსანიშნავია იზმირის არქეოლოგიური, ბერგამას, აფროდიზიასისა და ბოდრუმის წყალქვეშა მუზეუმები.  თითოეული საოცარ ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ.   ამ მხრივ არც ანტალიაა გამონაკლისი, სადაც  შეძლებთ ნახოთ ანტალიის არქეოლოგიური მუზეუმი. იგი ჰგავს უზარმაზარ ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს, რომელიც  ეძღვნება სამ  უძველეს კულტურულ რეგიონს-  ლიკიას, პამფილიასა და პისიდიას.  ანტალიის არქეოლოგიურ მუზეუმს აქვს 1988 წლის ევროპის საბჭოს წლის მუზეუმის ტიტული.  რაც შეეხება დედაქალაქ ანკარას, აქ ნახავთ ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმს, რომელიც  1997 წელს ევროპის წლის მუზეუმად აირჩიეს. იგი უკავშირდება პალეოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის ხანას, ასევე ხეთების, ურარტუს, ფრიგიის სამეფოს პერიოდებს.   აღსანიშნავია ცნობილი  ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი გაზიანთეპში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოზაიკის მუზეუმია.

თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანა

2024 წელი  თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანად ითვლება,  რადგან მან ბოლო პერიოდია ბუმი მოახდინა თავისი ისტორიული გათხრებით.  მიმდინარე წლის ბოლოს თურქეთში არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევების რაოდენობა სავარაუდოდ 750-ს მიაღწევს, 2026 წელს კი 800-ს. აღსანიშნავია, რომ   გაზაფხულის სეზონიდან ვიზიტორებისთვის გაიხსნება  ისეთი მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქები, როგორიცაა ტროა, ეფესო, ოლიმპოსი, პერგა, ასპენდოსი და სხვ.