თურქული რივიერა, იგივე ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპირო ზოლი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. იგი ყოველწლიურად მილიონობით ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. ეს ტერიტორია მსოფლიოში ცნობილია შესანიშნავი მწვანე ბუნებით, პლაჟებით, თბილი მზითა და ლურჯი ზღვით. თურქული რივიერა გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც ტურისტთა მოლოდინებს ყოველმხრივ ამართლებს და მათ დასასვენებლად ქმნის საუკეთესო პირობებს. მაგალითად, იგი ლაშქრობისთვის საუკეთესო ადგილია. თქვენ შეგიძლიათ ველოტურებში მიიღოთ მონაწილეობა და ველოსიპედითვე მოიაროთ საინტერესო ადგილები. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგხვდებათ სასტუმროების ფართო არჩევანი, გლამპინგი, ბუნგალო სასტუმროები და სხვ. თითოული ეკოლოგიური თვალსაზრისით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით  არის ეტიკეტირებული და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.   აღსანიშნავია, რომ რივიერაზე არის  სპეციალური დაწესებულება, სადაც შეგიძლიათ ლაშქრობისას შეგიძლიათ გაჩერდეთ, შაკეთოთ თქვენი ველოსიპედი, თუ ტურის პროცესში რაიმე  პრობლემა შეიქმნა და უფრო ფართოდ გაეცნთ არსებულ მარშრუტებს. იგი 24 საათი თქვენ სამსახურშია.

ემერის თვალწარმტაცი მარშრუტები

ქემერი  ტურისტებში ძალიან პოპულარულია თავისი მიმზიდველი ბუნებითა და ულამაზესი ხედებით.  იგი  ანტალიიდან დაახლოებით 43 კმ-ში მდებარეობს. კურორტი იდეალურ დასასვენებელ ადგილად ითვლება  მისი სამი მტავარი  ღირებულებების გამო, ესენია: მასიური ტყე და ხელშეუხებელი ბუნება, საოცრად კამკამა ზღვა და მთების იდეალური ხედები. ქემერი  აქტიური ცხოვრების მოყვარული ტურისტებისთვის  საუკეთესო ადგილია.  აქ უამრავი კლუბი და საღამოს გასართობი პროგრამებია წარმოდგენილი თავისი რესტორნებით, ბარებით,  კაფეებით და ა.შ

Moonlight Beach – ეს არის ქემერის საუკეთესო ქვიშის სანაპირო ზოლი, სადაც ზღვა არც ისე ღრმაა და საკმაოდ იდეალური გარემოა შექმნილი დასვენებისთვის.  ცენტრალური სანაპირო დაფარულია პატარა ფერადი კენჭებით. ზღვის ფსკერი კენჭოვანია, წყალი კი სუფთა და გამჭვირვალე. სანაპიროს  ქარისგან  ფაქტობრივად კუროს მთები იცავს. აღსანიშნავია, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგზაო ველო  ბილიკი, რომელიც ქემერსა დ აბელდიბს შორის მდებარეობს. თვითონ ბელდიბში ზღვიდან 25 მეტრზე ბრწყინვალე გამოქვაბული მდებარეობს, ამიტომ ტურის ფარგლებში შეგიძლიათ ეწვიოთ. ასევე ველობილიკებს მოიცავს კემერ-გედელმეს, ჩალიშთეფე-ქემერის და ქემერ-ჩუქურიაილა-ბეიჯიქის მარშრუტები.

მწვერვალზე ასვლა – ტაჰტალის მთა

ტაჰტალის მთა თურქული რივიერას ერთ-ერთი საუკეთესო  ბუნებრივი საოცრებაა. მთის ირგვლივ მარშრუტები გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს, თუმცა ამასთან, იგი უნიკლაურ გამოწვევას სთავაზობს ველოსიპედისტებს.  მარშრუტი ქემერსა და ტაჰტალის მწვერვალს შორის  შეიძლება მოკლედ მოგეჩვენოთ, თუმცა  სულაც არ არის მოკლე და მარტივი გასავლელი. ამ პერიოდის მნაძილზე დაუვიწყარი  თავგადასავლები გელოდებათ.

ბრწყინვალე სანაპირო, რომელიც გადაჭიმულია ანტალიიდან მერსინამდე

თურქული რივიერას შესასწავლად ასევე შეგიძლიათ მოიაროთ სანაპირო ზოლი ანტალიიდან მერსინამდე.  ეს საქალაქთაშორისო მარშრუტი იწყება კალეიჩიდან  და გრძელდება უძველეს ანტიკურ ქალაქ სიდემდე, პამფილიის ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქამდე. თქვენ კალეიჩში შეგიძლიათ ნახოთ რომაული პერიოდით დათარიღებული ადრიანეს კარიბჭე, რომელიც ატალიის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ  უძველეს  საგანძურად ითვლება.