თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia თბილისში ახალი აეროპორტის პროექტზე სახელმწიფოსთან კონსულტაციებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი მიესალმება, სახელმწიფოს მხრიდან ახალი აეროპორტის პროექტზე მუშაობას და აცხადებს, რომ შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება TAV Georgia-ს ახალ პროექტში ჩართულობა-არ ჩართულობის საკითხი.

თუმცა ვიდრე ახალი აეროპორტის ბედი გადაწყდება, TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინვესტირებას მომსახურების მაღალი ხარისხისთვის განაგრძობს.

„2023 წელს გაფრენის ტერმინალში გაქვს სამშენებლო სამუშაოები, გაფართოების სამუშაოები, ამის გამო ცოტა ოდენი დისკომფორტი ექმნებათ მგზავრებს, მაგრამ ამ სამუშაოების შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად მეტი სივრცე საპასპორტო ზონაში და არამარტო საპასპორტო ზონაში, რითაც მგზავრებს შეეძლებათ ბევრად უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ აეროპორტში და ასევე უფრო მეტ მგზავრს შევძლებთ, რომ მოვემსახუროთ.

რაც შეეხება 2024 წელს, მომავალ წელს ასევე ვგეგმავთ მოფრენის ტერმინალის საპასპორტო სივრცის გაფართოებას. ასევე გვაქვს მიმდინარე სამუშაოები აეროდრომის მხარეს. წელს მთლიანად განვაახლებთ და დეკემბრის ბოლოს დასრულდება ესაა სამიმოსვლო ბილიკი, ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ავიაკომპანია იყენებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ წელს საკმაოდ სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2024 წელს ბევრია კიდევ გასაკეთებელი იმიტომ რომ ტერმინალი მოძველებულია, ტერმინალი ცდილობს, რომ ეს ტრაფიკი რაც არის გაატაროს და შესაბამისად ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რომ ტერმინალი ფორმაში იყოს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ინვესტიცია გაქვს 7 მლნ დოლარი, ხოლო 2 მლნ დოლარი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ წამოწყებას, ნებისმიერ ახალ გამოწვევას, ნებისმიერ ახალ პროექტს. ჩვენ ჩვენი სიტყვა საავიაციო საქმიანობაში, ავიაციის ისტორიაში ვთქვით. რა თქმა უნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის პატარა, რა თქმა უნდა საჭიროებს განვითარებას, ეს იქნება აქ (თუ) ეს იქნება სხვა ადგილას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სახელმწიფოსთან ერთად, რათა საქართველოს ჰქონდეს უფრო დიდი, განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება ქვეყანას და ჩვენ მზადყოფნაში ვართ, ველოდებით. იცით, რომ სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს შესწავლა და როგორც კი დაიდება დასკვნა შესაბამისად მერე გადაწყდება ჩვენი ჩართულობა თუ არ ჩართულობა“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობას, თუ კი მისი მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, ექსპლუატაციაში 3-4 წლის შემდეგ სევა.

„ვაზიანზე მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან ახლა. მაგრამ ჩვენი რეალობა არის ეს აეროპორტი. ვაზიანის მშენებლობა 2024 წელს რომც დაიწყოს, მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება. შესაბამისად მანამდე ეს ტერმინალი უნდა იყოს ფორმაში, უნდა იყოს გამართული, თავისი ყველა ინფრასტრუქტურით, რომ მგზავრს შეეძლოს და არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც მოძველებულია თუ რაღაც არ კეთდება. ჩვენ ბოლო დღემდე ჩავდებთ ინვესტიციას, განვავითარებთ არსებულ ტერმინალებს თბილისშიც და ბათუმშიც. ბათუმში ჩვენ 2 წლის უკან ახალო მოფრენის ტერმინალი გავხსენით იქ ნაკლები სამუშაოა. მაგრამ თბილისი არის შედარებით მოძველებული, უფრო დაბალ ტრაფიკზე გათვლილი და ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველ წლიურად არსებულ სივრცეში შევძლოთ მგზავრის მომსახურება“, – აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

​მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ბათუმის მასტერპლანს გადასცემს სახელმწიფოს, თბილისის მასტერპლანი კი უკვე გადაცემულია.

„მასტერპლანი ჩვენ მოვამზადეთ არსებულ ლოკაციაზე, TAV Georgia-მ მასტერპლანი მოამზადა არსებულ ლოკაციაზე, სადაც ახლა ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც შეეხება ახალ აეროპორტს, ახალ აეროპორტთან დაკავშირებით არანაირი ჩვენი ჩართულობა არ არის ამ ეტაპზე. ასევე მოვამზადეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანი და ამ წლის განმავლობაში ასევე გადავცემთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანს ეკონომიკის სამინისტროს. ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის ფრანგული კომპანია ADPI-ს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები არსებულ ლოკაციებზე. მეორე პროექტი არის აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი, საინტერესო პროექტი, ახალი გამოწვევა და როგორც გითხარით ჩვენ მზად ვართ, რომ ვიყოთ ამ პროცესის თანამონაწილე“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ