შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგების კურსს განაგრძობს. ამჯერად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად შრომის უსაფრთხოების თემაზე გამართა ტრენინგი. სულ გადამზადებას გაივლის მომსახურების სფეროს 120-მდე წარმომადგენელი.

ანალოგიური ტრენინგი გაიმართება აჭარაში, კახეთსა და იმერეთში.

“მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამუშაო ადგილებზე შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ამის გარანტი არის ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ამ გარემოს შექმნა. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვინ შეიძლება გახდეს უსაფრთხოების სპეციალისტი, რა უფლება მოვალეობები ეკისრება მას და როგორ შეიძლება მან შექმნას სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი გარემო“.-განაცხადა ქეთევან დარციმელიამ – შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

„ეს ტრენინგები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატარებს მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ყველანი ძალიან მონატრებულები ვართ შეკრებებს, სემინარებს, ჩვენ ამ ტრენინგებზე მონაწილეობით ვიძენთ ცოდნას და ვიღებთ გამოცდილებას“,-ამბობს სასტუმრო “ბიოგრაფის” მენეჯერი ქეთევან ლოლაძე.