პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა Thrillist-მა საქართველო 2019 წლის 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.  Thrillist-ს თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.  სიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთი, პოლონეთი, მონტენეგრო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნეპალი და სხვა ქვეყნები მოხვდნენ,  ეს ის ადგილებია სადაც  Thrillist ამერიკელ ტურისტებს მოგზაურობას ურჩევს.  ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო.

“ახალი ტურისტული შემოთავაზება, უძველესი სამყარო სტუმართმასპინძლობითა და  სითბოთი,  ეს საქართველოა”.-წერს ბეჯმამინ კემპერი.

“მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოსაძებნად თვალის მოჭუტვა დაგჭირდებათ, მაგრამ ამ ქვეყნის მცირე გეოგრაფიულმა ზომამ არ მოგატყუოთ, საქართველოში ყველაფერი შთამბეჭდავია, ხაჭაპურიდან დაწყებული ცეცხლოვანი ფოლკლორული ცეკვებით გაგრძელებული, აქ იხილავთ კავკასიონის შთამბეჭდავ მთებს, რომელიც  მდელოებს გადაჰყურებს.

საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია  დაიწყო.

რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში?  ეს ჭაჭაამაღალგრადუსიანი სასმელი,  რომლისაც გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ.

საქართველოში შეგიძლიათ სალაშქროდ ჩახვიდეთ, ახალი ტრანსკავკასიური სამთო ბილიკი თქვენ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში გადაგისვრით.

იქ სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება შეგიძლიათ მრავალფეროვანი, კერძები დააგემოვნოთ. უგემრიელესი ცომში გამოყვანილი წვნიანი კერძები, მცენარეული სალათები და ნიგვზიანი საჭმელები.

სადაც არ უნდა წახვიდეთ საქართველოში ყველგან  დაგხვდებათ უძველესი სამყაროსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, ყველა შესახვევში ღვინოს იპოვით. ეს არის სასმელი, რომელიც ქართველებმა ანტიკურ პერიოდში გამოიგონეს.

არ დაგავიწყდეთ გერგეთის სამებაზე ასვლა, ეს არის სანთლებით დაღვენთილი სალოცავი, რომელიც მე-14 საუკუნეში  ღრუბლებზე მაღლა ააშენეს.  გერგეთის სამება ევროპის სიდიდით მე-5 მწვერვალის, მყინვარწვერის ჩრდილშია მოქცეული, იქ სადაც ღმერთებმა პრომეთე ცეცხლის მოპარვისთვის მიაჯაჭვეს.”-წერს ბენჯამინ კემპერი.