საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან მოზიდული პრემია 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 44%-ითაა გაზრდილი. როგორც საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წელს საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) სადაზღვევო კომპანიების მიერ 16 367 329 ლარის პრემიის მოზიდვა მოხდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 345 623 ლარის.

2023 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) ყველაზე მეტი პრემიის მოზიდვა სს სადაზღვევო კომპანია უნისონმა შეძლო. კომპანიამ 2023 წელს საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევიდან 8 703 881 ლარის პრემია მოიზიდა, რაც მთლიანი პრემიის 53%-ის შეადგენს. მოზიდული პრემიით მეორე პოზიციაზე სს ბბ დაზღვევაა, რომელმაც 2023 წელს 6 614 987 ლარის პრემია მოიზიდა, რაც აღნიშნული მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 40%-ია. მესამე ადგილს 3%-იანი წილით და მოზიდული 456 597 ლარის პრემიით სს დაზღვევის კომპანია ქართუ იკავებს.

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ 84 ერთეული საჰაერო სატრანსპორტო საშუალება (კორპუსის დაზღვევა) იყო დაზღვეული.

რაც შეეხება გადაზღვევის პრემიას აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წელს 16 024 522 ლარი შეადგინა, 2022 წელს კი 10 969 749 ლარი, ზრდა შესაბამისად 46%-ია.