ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი 2022-2023 წლის ზამთრის სეზონისთვის ათენის საერთაშორისო ბაზას ხურავს, რათა საბერძნეთის დედაქალაქში ქსელი შეამციროს. ამის მიზეზად დასახელდა საბერძნეთის მთავრობის „აუხსნელი კრახი“, შეემცირებინა „არაკონკურენტული“ აეროპორტის მოსაკრებელი.

„ათენის აეროპორტი არის დამახასიათებელი მაგალითი, როგორ შეიძლება საბერძნეთის მთავრობამ და ძვირადღირებულმა გერმანულმა მფლობელობამ განიცადოს კრახი საბერძნეთის ხალხისა და ეკონომიკაში წვლილის შეტანის კუთხით“, – განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა.

მისი თქმით, ხორვატია, ირლანდია და პორტუგალია არიან სამაგალითო ქვეყნები, რომელთაც შეამცირეს მოსაკრებელი და გადასახადები, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში ხელი შეეწყოთ აღდგენისთვის.

Ryanair-ს ათენის ბაზაზე ორი ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდი ჰყავს ბაზირებული და მათ რელოკაცია საბერძნეთის დედაქალაქიდან დაგეგმილ 29 მიმართულებას 10-მდე შეამცირებს. სექტემბრის პირველი კვირის მონაცემებით, Ryanair-ი ათენიდან კვირაში 70 რეისს ასრულებს 20 მიმართულებით და ის არის სიდიდით მესამე გადამზიდი, რომელიც „ეგეოსის ავიახაზებისა“(Aegean Airlines) და „სქაი ექსპრესის“( SKY Express) შემდეგ ყოველკვირეული რეისების 6.3%-ს ასრულებს. საერთაშორისო მიმართულებებში Ryanair-ს 7,5% უკავია „ეგეოსის ავიახაზების“ შემდეგ, თუმცა, ბაზრის ეს წილი დაკავშირებულია Ryanair-ის მიერ საბერძნეთის კუნძულებზე შესრულებულ რეისებთან.

Ryanair-ს ასევე ბაზები აქვს ჩანიასა და თესალონიკის აეროპორტებში. ორივე მათგანს Fraport Greece მართავს.

Fraport Greece – არის კონცერნი, რომელშიც გერმანული Fraport AG 73.4%-ს ფლობს და საბერძნეთის 14 აეროპორტს მართავს, თუმცა არ ფლობს ათენის აეროპორტის წილს და ოპერირების უფლე