საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სუვენირების მაღაზიის მოწყობის მიზნით, საჯარო ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. პირობების თანახმად, გაფრენის დარბაზში, 21 კვ.მ ფართობზე სუვენირებისა და საჩუქრებისთვის განკუთვნილი მაღაზია უნდა განთავსდეს. დაინტერესებულ პირს ფართით სარგებლობა 2 წლის ვადით შეეძლება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქციაზე იზრდება. მათ შორის საქართველოსთან ასოცირებულ სუვენირებზე, რომელიც უცხოელ მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აუქციონის საწყისი საიჯარო ფასი – 4500 ლარია. საბოლოო საიჯარო ქირა განისაზღვრება – პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასისა  აუქციონთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე, დაინტერესებულმა პირები უნდა ეწვიოთ ვებგვერდს https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/810606. აუქციონი 9 აგვისტოს 17:00 საათზე სრულდება.