ფლორენციის ხელისუფლება ქალაქის ისტორიულ ცენტრში Airbnb-ის საქმიანობის შეზღუდვას განიხილავს. შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება Airbnb-ის საშუალებით საცხოვრებლის გაქირავება.

თუმცა არის გამონაკლსი, ბინები, რომლებიც უკვე არის Airbnb-ზე, კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მოკლევადიანი გაქირავებისთვის. მაგრამ აკრძალული იქნება ახალი ობიექტების რეგისტრაცია.

ფლორენცია არ არის პირველი ქალაქი, რომელიც ცდილობს Airbnb-ის შეზღუდვას. მსგავსი პროექტები შემოთავაზებული იყო სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც.