მსოფლიოში უმსხვილესმა თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიამ 3,5 მილიარდი დოლარის სარჩელი შეიტანა იმ თვითმფრინავების გამო, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების საპასუხოდ მოიპარა.

AerCap-მა განაცხადა, რომ მან 3,5 მილიარდი დოლარის სადაზღვევო მოთხოვნა გააკეთა, რათა თვითმფრინავების და ძრავების პოტენციური დანაკარგი დაფაროს, რომლის გადაცემაზეც რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს.

დასავლური სანქციების შემოღების მომენტისთვის, უცხოელ მეიჯარეებს შორის რუსეთში დუბლინის კომპანია ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დადგა.

AerCap-მა განმარტა, რომ აქტივების დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი რისკის ქვეშაა და იმედი აქვს, რომ  პირველ კვარტალში თავისი აქტივების ღირებულებას ნაწილობრივ მაინც აღადგენს.

კომპანიამ მოახერხა და ომის დაწყებამდე რუსეთში განთავსებული 135 თვითმფრინავიდან 22 თვითმფრინავი და 14 ძრავიდან 3 ძრავი დაბრუნება. ეს დაეხმარა მეიჯარეს რუსეთში რისკები  3,1 მილიარდი დოლარიდან 2,5 მილიარდ დოლარამდე შეემცირებინა.