მოგზაურთა თითქმის ნახევარი (45%) ამბობს, რომ მწვანე მოგზაურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ განიხილავს მდგრადობას მთავარ ფაქტორად მოგზაურობის დაგეგმვისას ან დაჯავშნისას, ნათქვამია Booking.com-ის კვლევაში.

ტურისტების 28%-მა კი განაცხადა, რომ დაიღალა კლიმატის ცვლილების შესახებ გამუდმებული მოსმენით. ამის გათვალისწინებით, ექსპერტების თქმით, მდგრადი მოგზაურობის განვითარებისთვის გლობალური ძალისხმევა უფრო აქტუალური ხდება, ვიდრე ოდესმე. საერთო ჯამში, გამოკითხვამ მოიცვა 31 ათასზე მეტი ადამიანი 34 ქვეყნიდან.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ რესპონდენტთა 75% აპირებს “უფრო მდგრად” მოგზაურობას მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ხოლო 43% თავს დამნაშავედ გრძნობს, თუ ნაკლებად ეკოლოგიურად მგზავრობაზე გააკეთებენ  არჩევანს.

თუმცა, იმედგაცრუების გრძნობამ მწვანე მოგზაურობის არჩევისას შეიძლება ეს ზრახვები შეაფერხოს.  ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთმა არ იცის მოგზაურობის ზემოქმედების გათვალისწინების მნიშვნელობა, ხოლო მესამედს (33%) მიაჩნია, რომ მიყენებული ზიანი შეუქცევადია და რომ მდგრადი მოგზაურობის არჩევა ამას არ შეცვლის. ფაქტობრივად, მეოთხედს (25%) არ სჯერა, რომ კლიმატის ცვლილება ისეთი სერიოზულია, როგორც ამას ხალხი ფიქრობს.

უფრო მეტიც, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მოგზაურობაში დახარჯული დრო ზედმეტად ღირებულია იმისათვის, რომ მდგრადობა პირველ ადგილზე დააყენოს (28%).

მზარდი იმედგაცრუების მიუხედავად, ტურისტებს, რომლებიც ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ, თვლიან, რომ მწვანე მოგზაურობა რეალურად მატებს ფასს მათ მოგზაურობას: 62% აღიარებს, რომ ისინი არიან „საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“, როდესაც უფრო მდგრადი მოგზაურობენ.  67% ამბობს, რომ მოგზაურობის დროს მდგრადი პრაქტიკის დაკვირვება შთააგონებს მათ შეინარჩუნონ ასეთი პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.