ბიზნეს მოგზაურთა უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი კომპანიებისთვის, ამის შესახებ საქმიანი მოგზაურების მესამედმა განაცხადა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს CMAC Group-ის კვლევაში. კვლევის ფარგლებში ექსპერტებს სურდათ გაეგოთ კომპანიების მიერ მივლინების დროს სპეციალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.

შედეგებმა აჩვენა, რომ საქმიანი მოგზაურების ნახევარი დამოუკიდებლად სარგებლობს ტაქსებით, ხოლო 46% სარგებლობს კერძო მანქანების გაქირავების კომპანიების მომსახურებით და ხშირად ეს ხდება დამსაქმებლის გადამოწმების გარეშე. კვლევამ ასევე დაადგინა, ტაქსით მგზავრობა ხშირია ბიზნეს მოგზაურებს შორის, 76% თითქმის ყოველთვის მარტო მოგზაურობს.

საქმიანი მოგზაურების მიერ სამუშაო საათების შემდეგ ტაქსით სარგებლობა ასევე გავრცელებული პრაქტიკა აღმოჩნდა, გამოკითხულთა 47% სამუშაო საათების მიღმა გამოიძახა ტაქსი.

ანალიტიკოსთა ანგარიშის მიხედვით, კომპანიათა 27% ადგენს ლიმიტს დაქირავებული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებაზე, 18% აწესებს შეზღუდვას თანამშრომლებისთვის მგზავრობის რაოდენობაზე, ხოლო 17% გადაადგილების კილომეტსჟს.