ინდოეთში, სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორის ოფისი პილოტებისთვის და სალონის ეკიპაჟს წევრებისთვის (ფრენის დროს) სუნამოს გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი (DGCA), რომელიც ინდოეთის საავიაციო ინდუსტრიას მეთვალყურეობს, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების განხილვას იწყებს.

თავად ალკოჰოლის გარდა, დოკუმენტში ნახსენებია სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს ალკოჰოლის ტესტის დადებითი პასუხი. კერძოდ, აკრძალვაში მოჰყვება პირის ღრუს სარეცხი საშუალება და სუნამო:

„ეკიპაჟის არცერთ წევრს არ შეუძლია მოიხმაროს რაიმე ნარკოტიკი/წამალი ან გამოიყენოს ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა პირის ღრუს სარეცხი საშუალება/სტომატოლოგიური გელი/სუნამო ან ალკოჰოლის შემცველი სხვა მსგავსი პროდუქტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ანალიზატორის ტესტის დადებითი შედეგი.”

DGCA-ს უსაფრთხოების ოფიციალური მოთხოვნები რატიფიცირებულია 2015 წლის აგვისტოში.