ამერიკულმა საჰაერო კოსმოსურმა კორპორაციამ Boeing-მა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

საიდანაც ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ის წმინდა საოპერაციო ზარალი 355 მილიონი აშშ დოლარია, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 425 მილიონი აშშ დოლარის ზარალთან შედარებით უმნიშვნელო გაუმჯობესებაა. საანგარიშო პერიოდში შემოსავალი 2023 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა და 16,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფინანსური ანალიტიკოსები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის ფულადი სახსრების ზრდის დადებით დინამიკაზე აცხადებენ. ზრდა ამ მიმართულებით  2,8 მილიარდი დოლარიდან 3,4 მილიარდ დოლარამდეა.

შემცირებულმა მიწოდებამ და მომხმარებელთათვის ანაზღაურებამ Boeing Airplanes-ში საოპერაციო ზარალი 1,1 მილიარდ დოლარამდე აიწია, 2023 წლის იმავე პერიოდში 615 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგიდან.