მას შემდეგ, რაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია Covid-პანდემიის შემდეგ აღდგა, ტრანზაქციების აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამას GlobalData-ს მონაცემები მოწმობს, რომლის თანახმად, 2023 წლის თებერვალში კლება წლიურად 60.4%-ით შეადგენდა.

უარყოფითი დინამიკა გავლენას ახდენდა ყველა სახის გარიგებაზე. ამრიგად, ვენჩურული დაფინანსება და კერძო კაპიტალის ოპერაციები შესაბამისად შემცირდა 59.4%-ით და 60%-ით, ხოლო შერწყმისა და შესყიდვის ტრანზაქციების მოცულობა 60.9%-ით შემცირდა.

ამრიგად, ინდუსტრიაში მსხვილი ფინანსური ტრანზაქციების რაოდენობა განახევრდა: 2022 წლის თებერვალში გამოცხადებული 111 ტრანზაქციისგან ერთი წლის შემდეგ 44-მდე.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის თებერვალში ტრანზაქციების მოცულობა 71,9%-ით შემცირდა, დიდ ბრიტანეთში კი 46,2%-ით. ამასთან, ერთი თვის განმავლობაში არც ერთი გარიგება არ გამოცხადებულა იაპონიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

„სიტუაცია აჩვენებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ტურისტული ინდუსტრია, კერძოდ, იცვლება მომხმარებელთა ქცევა და ეკონომიკური არასტაბილურობა. იმის გამო, რომ ბაზარი სწრაფად იცვლება რეცესიის შიშის ფონზე, ინვესტორები აშკარად უფრო ფრთხილები გახდნენ”- თქვა GlobalData-ს წამყვანმა ანალიტიკოსმა  აუროჯიოტი ბოზემ.