სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის განახლებული წესი წარმოადგინა.

„ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსახილველად წარმოგიდგენთ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის პროექტს.

ნორმატიული აქტის პროექტი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის, კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების და ვადის განახლების მოთხოვნებს. წესი ასევე განსაზღვრავს მოწმობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გამოყენების პირობებს და ზსხ–ის საფრენოსნო ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

წესის პროექტი ეფუძნება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებულ ევროპულ გამოცდილებას, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებულ პრაქტიკას“, – აღნიშნულია GCAA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წესის ამოქმედება 2024 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.

ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/

წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2023 წლის 30 დეკემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: uas-ga@gcaa.ge.