ბიზნესის ხარჯები საკვებსა და საკუთარ გართობაში პანდემიამდელ დონეს უკვე დაბრუნდა, დაასკვნეს SAP Concur-ის ექსპერტებმა. ანალიტიკოსები წერენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კომპანიებმა არასამუშაო საქმიანობაზე მეტი დახარჯეს, ვიდრე ბოლო სამი წლის ანალოგიურ პერიოდში.

ამრიგად, 2023 წლის პირველ ნახევარში ეს ხარჯები 11,86%-ით მეტი იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველაზე დიდი ზრდა მცირე და საშუალო საწარმოებმა აჩვენეს – 32%, ხოლო მსხვილი ბიზნესისთვის მხოლოდ 4%.

თუმცა, SAP Concur აღნიშნავს, რომ ნათელი არ არის ეს უკავშირდება ინფლაციას თუ იმას, რომ კომპანიები ართობენ კლიენტებს ან ატარებენ უფრო მეტ კორპორაციულ ღონისძიებებს.

2019 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში გასართობზე საშუალო დანახარჯები 23%-ით, 123 დოლარიდან 151 დოლარამდე (ერთ ადამიანზე) გაიზარდა.

სურსათზე დანახარჯები 2023 წლის პირველ ნახევარში თითქმის 10%-ით (9.1%) გაიზარდა 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით. საშუალო ლანჩი ახლა 55 დოლარი ღირს, რაც 23%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტს ხარჯავენ საკვებზე: საშუალოდ 64 აშშ დოლარი მსხვილი საწარმოების 53 დოლართან შედარებით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საკვებისა და გართობის ხარჯების ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ოფისში დაბრუნებით: ბევრი კომპანია ახორციელებს ინიციატივებს, როგორიცაა ბედნიერი საათები ან საოფისე ლანჩები თანამშრომლების სამუშაო ადგილზე მოსაზიდად.