ევროპაში ავიაბილეთებზე ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა, აღნიშნულ დასკვნამდე IATA-ს ექსპერტები მივიდნენ. ამრიგად, ივნისში ევროპული ავიაკომპანიების ავიაბილეთები 2019 წლის ივნისთან შედარებით 16%-ით მეტი იყო. ეს მაჩვენებელი კი ევროკავშირის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალია, რომელიც დაახლოებით 20%-ია.

ავიაბილეთებზე ფასების ზრდამ პიკს 2023 წლის დასაწყისში მიაღწია და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა ივნისისთვის ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, წერენ ექსპერტები.

ევროპული გადამზიდავების უახლესი ტრაფიკის მონაცემები აჩვენებს, რომ მგზავრების რაოდენობა მხოლოდ პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 3,6%-ით დაბალი იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ევროპელები „მოგზაურობენ ინფლაციის მიუხედავად“.

”საავიაციო საწვავის ფასების უკიდურესი ცვალებადობისა და თანამშრომელთა ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეწინააღმდეგება მომწოდებლების მუდმივად მზარდ ტარიფებს”, – თქვა უილი უოლშმა, IATA-ს გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა, IATA-ს ხელმძღვანელმა ევროპის ზოგიერთ უმსხვილეს აეროპორტებში გადასახადების ბოლოდროინდელი ზრდა  გააკრიტიკა.  მან Air Harbor Authority-ს მოუწოდა „მონოპოლიური ინფრასტრუქტურის პროვაიდერების უფრო მკაცრი რეგულირებისთვის“.

„ევროპული საჰაერო მოგზაურობის ბაზრის აღდგენა ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის პირობებს. ამისთვის მეტი მარშრუტი და გადამზიდავი უნდა იყოს. სხვათა შორის, გასულ წელს ევროპაში 20 ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა“, – დასძინა უოლშმა.