ავიაკომპანია Air New Zealand-მა მგზავრების აწონა დაიწყო, რომლებიც ნებაყოფლობით თანხმდებიან გაიარონ ასეთი პროცედურა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოფიციალურ განცხადებაში, გადამზიდავი მას უწოდებს “გამოკითხვას”, რომელიც ტარდება საერთაშორისო ფრენებზე.

მგზავრთა აწონით Air New Zealand-ს სურს იცოდეს თავისი მგზავრების საშუალო წონა და მათი ხელბარგი, რათა შემდეგ მათ ეს მონაცემები გამოიყენონ თვითმფრინავის ასაფრენი წონის გამოსათვლელად.

ავიაკომპანია მგზავრებს ჰპირდება,რომ მათი წონის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ გამოისახება ასევე აეროპორტის სასწორზე, მაგრამ ის გადაეცემა ავიაკომპანიის მონაცემთა ბაზას.

აეროპორტის პერსონალს მხოლოდ უნდა მიუთითოს, არის თუ არა მგზავრი ზრდასრული თუ ბავშვი, კაცი თუ ქალი და რამდენ ჩანთას ატარებს ხელბარგად.

ასეთი გამოკითხვა ტარდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მგზავრებისა და მათი ნივთების ამჟამინდელი საშუალო წონის განახლებისთვის. მსგავსი პროცედურა 2021 წელს ყაზახეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air Astana-მ განახორციელა. მან სთხოვა მგზავრებს ნებაყოფლობით სასწორზე დამდგარიყვნენ და მათ შორის, ვინც დათანხმდა, ჩატარდა გათამაშება უამრავი საჩუქრით.

მგზავრების საშუალო წონა შეყვანა ხდება სისტემაში, რათა აფრენამდე თვითმფრინავის ბალანსის დადგენა მოხდეს.

თუ ეს არ გაკეთებულა, შესაძლებელია უსიამოვნო შედეგები. 2020 წელს, ბირმინგემის აეროპორტში, ტურისტული ოპერატორის TUI თვითმფრინავი აფრინდა იმაზე ნაკლები ბიძგით, ვიდრე საჭირო იყო, ასაფრენი წონის არასწორი გაანგარიშების გამო. ინციდენტი მძიმედ იქნა მიჩნეული. ეს მოხდა კომპიუტერის შეცდომის გამო, რამაც ფრენაში მყოფი ქალები ბავშვებად დაარეგისტრირა და თვითმფრინავის სავარაუდო წონა 1,3 ტონით არ შეაფასა.