Travel Off Path-მა დაასახელა შვიდი პოპულარული ტურისტული მიმართულება, სადაც ტურისტების ნახვა არ უხარიათ.
ბევრი ქალაქისა და რეგიონისთვის ოვერტურიზმი სერიოზულ პრობლემად იქცა და ადგილობრივი მოსახლეობა მზად არის ტურისტების რაოდენობის შესამცირებლად შემოსავლის დაკარგვასაც კი შეეგუოს,  წერს limon.postimees.ee.

1. ამსტერდამი, ნიდერლანდები. ზედიზედ რამდენიმე წელია, ქალაქი ყველაფერს აკეთებს ტურისტების დასაშინებლად. ბოლო ღონისძიებები მოიცავს ქალაქის ცენტრში საკრუიზო გემების შესვლის აკრძალვას და ქალაქის შიგნით ახალი სასტუმროების მშენებლობის აკრძალვას. ამსტერდამმა გადაწყვიტა ევროპაში ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადი შემოიღოს.

ამსტერდამის ნაცვლად გამოცემა ტურისტებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ჰოლანდიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლეიდენს. ქალაქი მდებარეობს მდინარე ძველ რაინზე. დედაქალაქის მსგავსად, ამ ქალაქში ბევრი არხი და ხიდია, ასევე საინტერესო მუზეუმები.

2. კანარის კუნძულები, ესპანეთი. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ აქტიური კამპანია წამოიწყო ოვერტურიზმთან საბრძოლველად. ხელისუფლებამ გადაწყვიტა  დაწესებულიყოშეზღუდვები საცხოვრებლის მოკლევადიანი გაქირავებაზე.

სამაგიეროდ, ტურისტებს ურჩევენ წასვლას კაბო ვერდეში, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის კონცხის კუნძულებზე, აფრიკის სანაპიროდან 600 კილომეტრში. ყოფილი პორტუგალიის კოლონია, კანარის მსგავსად, მზად არის ტურისტებს შესთავაზოს თეთრი ქვიშიანი პლაჟები, ვულკანური პეიზაჟები და თბილი კლიმატი.

3. კომოს ტბა, იტალია. არც ისე დიდი ხნის წინ, ქალაქ კომოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტურისტებისთვის ვენეციის პრინციპით შემოეღო ტურისტული საფასური. ბევრი ჩივის, რომ ოვერტურიზმის გამო აქაურობამ ხიბლი დაკარგა.
კომის ტბის ნაცვლად, ტურისტებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარე მაჯოორეს ტბას. ეს თვალწარმტაცი ტბა გარშემორტყმულია თოვლით დაფარული მთებით.

4. ათენი, საბერძნეთი. გასულ წელს საბერძნეთის დედაქალაქი დასახელდა ერთ-ერთ ადგილად, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა ოვერტურიზმმა. შედეგად, გასული წლის სექტემბრიდან ხელისუფლებამ შემოიღო შეზღუდვები ათენის აკროპოლისის მონახულებაზე. გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ქვეყანამ შემოიღო ახალი „კლიმატის“ გადასახადი ტურისტებისთვის და გამკაცრდა პლაჟის წესები.

ტურისტებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ნაკლებად ხალხმრავალ მიმართულებებს – ფოლეგანდროსის ან მილოსის კუნძულებს, რომლებიც ტურისტებს იმავე ბერძნულ ხიბლსა და პირობებს სთავაზობენ.

5. ბარსელონა, ესპანეთი. ექვსი თვის წინ ამ მეგაპოპულარულმა ქალაქმა ცენტრში საკრუიზო გემების შესვლა აკრძალა, აპრილიდან კი ტურისტული გადასახადი ისევ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თვეებში ოვერტურიზმი პრობლემაა მთელ ესპანეთს შეუქმნა, ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები მაინც შეიძლება მოიძებნოს მთელ ქვეყანაში. მაგალითად, ვალენსია.

6. ბუტანი. ტურისტებს ქვეყანაში შესვლისას ეკისრებათ მდგრადობის საფასური – და ის გაორმაგდა 200 დოლარამდე დღეში მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა პანდემიის შემდეგ.

სამაგიეროდ, ტურისტებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ნეპალს – ულამაზეს ქვეყანას, სადაც ტურისტებს, პირიქით, ხელგაშლილი ხვდებიან.

7. ტოკიო, იაპონია. ბოლო წლებში იაპონიის დედაქალაქმა ტურისტების დიდი ნაკადი იხილა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააფართოვა ტრანსპორტის შესაძლებლობები და დააწესა შეზღუდვები ზოგიერთ ტურისტულ ატრაქციონზე ვიზიტორთა რაოდენობაზე, რათა გააკონტროლონ დედაქალაქში ტურიზმი.

თუ გსურთ ხალხმრავლობის თავიდან აცილება, შეგიძლიათ გაემგზავროთ იაპონიის ნაკლებად ცნობილ ქალაქებში.