2023 წელს  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმაშემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნაშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლისმონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარისშემოსავალი მიიღო.

მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხეკვარტალში  873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა.  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%.

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთადმნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისომოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდისმონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებითკი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისოტურისტული ვიზიტი შედგა,  რაც 2019 წლის მონაცემის91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა+27.8%-ია.

2023 წლის  ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდშისაქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურისვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდისმონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV  კვარტალში 1,013,891 საერთაშორისოტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის93% აღდგენაა.