2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 65.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 147.6 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 77.5%-ით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 69.5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1431.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41.1%-ით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის II კვარტალში მიიღო 731.8 ათასი მგზავრი (45.1%-ით მეტი გასული წლის შებამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 699.8 ათასი მგზავრი (37.2 პროცენტით მეტი გასული წლის შებამისი პერიოდთან შედარებით).