2019 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 12.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1.8 ათასი ტონით მეტია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 6,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე – 3,3 ათასი ტონა (25,8%), თურქეთი – 3,3 ათასი ტონა (25,8%).

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 75,5 ათასი ტონა, რაც 10,50 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (65,0 ათასი ტონა).