2026 წლისთვის სინგაპურის ჩანგისა და სელეტარის აეროპორტებში გარემოსდაცვითი გადასახადი დაწესდება. ეს იქნება $3-დან $16-მდე სინგაპურის დოლარამდე.

სინგაპურიდან გამგზავრებულებს გადასახადის გადახდა მოუწევთ. შეგროვებული თანხით ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შეძენა მოხდება, რაც ჩვეულებრივ საწვავზე 3-დან 5-ჯერ ძვირია.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ჩანგის და სელეტარის აეროპორტებში გამოყენებული ეკო საწვავის რაოდენობა 3-5%-მდე გაიზრდება.

იმავდროულად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ამ რეგულაციას, რადგან სინგაპურში ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების გამო ცხოვრების ღირებულება იზრდება.