ავიაკომპანია Georgian Airways-ი 2024 წლის იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 221 %-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა.

გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-აპრილში Georgian Airways-ი  თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის იანვარ-აპრილში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა:თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.

მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება აპრილის თვეშიც – 2024 წლის აპრილში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 40 916 . 2023 წლის აპრილში Georgian Airways-მა 13 614 მგზავრი გადაიყვანა.