პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა ვარშავიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით პირდაპირი რეისები განაახლა. საწყის ეტაპზე რეისები კვირაში 4 სიხშირით, მოგვიანებით კი ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ ეკონომ კლასის ბილეთები დაახლოებით $480-დან . ყველა ვარიანტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ეს არ არის პირველი ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქი, სადაც პოლონური ავიაკომპანია დაფრინავს, მათ შორისაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ფლორიდა (აშშ) და ტორონტო (კანადა).