მიმდინარე წლის აპრილში ბაქოს, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი 570 ათას მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებლები კი 50%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. გასული წლის აპრილში აეროპორტი 379 ათას მგზავრს მოემსახურა.

საერთაშორისო მარშრუტებზე უცხოური ავიაკომპანიების წილი, საერთო მგზავრთნაკადის 54,3%-ია, ხოლო დანარჩენი ეროვნულ ავიაკომპანიებზე მოდის. აპრილში უცხოური ავიაკომპანიები 280 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ეროვნული ავიაკომპანიები კი 236 ათას მგზავრს.

მიმდინარე წლის აპრილში ნახჭევანის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 52,7 ათასი ადამიანი შეადგინა. 2023 და 2024 წლის აპრილის მაჩვენებლების შედარებისას, ამ მარშრუტზე ფრენების რაოდენობა 152-დან 266-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, გაიზარდა ტრანზიტული მგზავრების რაოდენობაც. გასული წლის აპრილთან შედარებით ტრანზიტულ მგზავრთა რაოდენობა 85%-ით გაიზარდა და 28 ათას მგზავრს მიაღწია.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბაქოს აეროპორტი 41,3%-ით მეტს – 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ პერიოდის განმავლობაში, აეროპორტის პოპულარულ საერთაშორისო მიმართულებს მოიცავდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა სტამბოლი, თბილისი, დუბაი, აბუ დაბი, მოსკოვი, ანკარა, სანკტ-პეტერბურგი, დელი, დოჰა და შარჯა.

AZAL-მა, Turkish Airlines-მა, Ajet-მა, Aeroflot-მა, Rossiya Airlines-მა, Air Arabia-მ, Wizz Air Abu Dhabi-მ, FlyDubai-მ, Georgian Wings-მა, Indigo-მ, Qatar Airways-მა და სხვა ავიაკომპანიებმა სხვადასხვა საერთაშორისო მარშრუტებზე 1,178 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.

ასევე, ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბაქოს აეროპორტიდან ასრულებენ ფრენებს 29-დან 34-მდე გაიზარდა (14 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია). მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ამ ავიაკომპანიებმა ბაქოს მიმართულებით 8494 რეისი შეასრულეს.