საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, მსოფლიოში საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა, წლიური ჭრილში 76,2%-ით გაიზარდა.

მხოლოდ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივნისში 229,5%-ით, ხოლო შიდა – 5,2%-ითაა გაზრდილი.

IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (216.8%) და ევროპაში (155.1%). მაჩვენებელი ასევე გაიზარდა აფრიკაში (97.1%), ლათინურ ამერიკაში (74%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (39.2%).

საჰაერო სამგზავრო გადაზიდვებში ყველაზე მცირე ზრდა აჩვენა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა (APR) – 33,7%.

IATA აღნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი მონაცემები რუსეთის ფედერაციაში მგზავრთა გადაადგილების შესახებ.

ასოციაციამ განაცხადა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კოროვირუსული შეზღუდვების შემსუბუქება ახალ იმპულსს მისცემს გლობალური სამგზავრო საჰაერო მოგზაურობის ბაზრის აღდგენას. ამავდროულად, ინფლაცია და ცენტრალური ბანკების უფრო მაღალი განაკვეთები უარყოფით გავლენას მოახდენს შეჩერებულ მოთხოვნაზე.