ბერძნულმა ავიაკომპანია SKY express-მა მოგზაურებისთვის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება აამოქმედა, რომელიც კომპანიის ფრენების სრულ ქსელს მოიცავს. ახალი აქციის ფარგლებში, მგზავრებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინონ ავიაბილეთები 60%-მდე ფასდაკლებით როგორც საბერძნეთის შიდა რეისებზე, ისე ყველა საერთაშორისო მიმართულებით. აღნიშნული შეთავაზება საუკეთესო შანსია მათთვის, ვინც ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მოგზაურობას გეგმავს.
აქციის პირობების თანახმად, სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება იმ ავიაბილეთებზე, რომელთა დაჯავშნაც განხორციელდება 2026 წლის 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. თავად ფრენების პერიოდი კი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოიცავს და ვრცელდება რეისებზე 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ავტომატურად აისახება ბილეთის ძირითად ტარიფზე (Fare) ძიების პროცესში და არ საჭიროებს სპეციალური პრომოკოდის შეყვანას.
საგულისხმოა, რომ ფასდაკლების პროცენტულობა დამოკიდებულია ფრენის თარიღებზე, კერძოდ, 60%-იანი მაქსიმალური ფასდაკლება მოქმედებს 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და 11 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შესასრულებელ რეისებზე. რაც შეეხება აქტიურ საზაფხულო სეზონს, 1 ივლისიდან 10 სექტემბრამდე პერიოდის ფრენებზე მგზავრები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება მოქმედებს ყველა ტიპის ტარიფზე (SKY joy, SKY joy+, SKY enjoy), თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ფასდაკლება არ ვრცელდება აეროპორტის მოსაკრებლებზე.










