საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საერთო დანიშნულების ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტმა მონაწილეებს გააცნო კვლევა ეროვნული საერთო დანიშნულების ავიაციის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთო დანიშნულების ავიაციის (მცირე ავიაცია, პირადი მიზნით ფრენები) სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე.
აღნიშნა, რომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოზე შემდგომი მუშაობის პროცესში, სააგენტო გაიზიარებს ევროპულ გამოცდილებას რაც ითვალისწინებს საერთო დანიშნულების ავიაციის მიმართ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისთვის (ავიაკომპანიები) დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული, ნაკლებად კომპლექსური და დაბალანსებული საექსპლუატაციო ნორმების გავრცელებას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება აღნიშნული დარგის განვითარებაზე ქვეყანაში.