სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებების დღის წესრიგი შესაბამისი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების და ევროპის რეგიონისათვის პრიორიტეტული საკითხების განხილვას მოიცავდა.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან ნიკოლას რალოსთან, მასპინძელი ქვეყნის – საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის პირველ პირებთან და სხვა წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელებთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე ICAO-ს და ECAC-ის ეგიდით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ქვეყნების ჩართულობაზე და კოორდინირებულ ქმედებებზე.