გასულ წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თურქეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაამტკიცა და 30 მარტი  ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

2022 წელს თურქეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეას კლიმატის ცვლილებასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით წინადადება წარუდგინა.  შედეგად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, 30 მარტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. რეზოლუციის მთავარი ინიციატორი ქვეყანა იყო თურქეთი, რომელმაც იგი 105 ქვეყანასთან ერთად წარადგინა.

რას გულისხმობს „ნულოვანი ნარჩენების“ ფილოსოფია?

„ნულოვანი ნარჩენების“ პრინციპი არის ახალი, ეკომეგობრული ცხოვრების სტილის შემუშავება, რა დროსაც ამა თუ იმ ნივთის, ან ცხოველური თუ მცენარეული მასალის ხელახლა გამოყენება ხდება. ამ შემთხვევაში, ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი ან საკვები არ იყრება, თუ  მისი გამოყენება რაიმესთვის კიდევ არის შესაძლებელი. ამით ცხადია, იზოგება და ნარჩუნდება არსებული რესურსები და ნაკლებად ზიანდება გარემო.

ამ პროექტით დასტურდება, რომ თურქეთი არის სამაგალითო ქვეყანა და იგი აქტიურად არის ჩართული ეკოლოგიურ და ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოსთან.

 ნულოვანი ნარჩენების  პრინციპი თურქული სამზარეულოს მაგალითზე

თურქული სამზარეულო საკვების არხარჯვისა და მცენარეული და ცხოველური ინგრედიენტებით ხელახლა სარგებლობის იდეას ემყარება.  მოგეხსენებათ, ვეგეტარიანული სუფრა თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და აქაც ხდება ნულოვანი ნარჩენების პრინციპის დაცვა.  მაგალითად, შემორჩენილი ბრინჯისგან შეიძლება მომზადდეს ღვეზელი ან სუპი,  გოგრისგან და ბადრიჯნისგან ტოლმა, ასევე ნარჩენი პურისგან მრავალი სხვა კერძი და სხვ.