ევროკავშირი აეროპორტების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში ინტელექტუალურ სისტემების დამონტაჟებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც უცხოელებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Travel-ი ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყანაში შემსვლელთა ნაკადი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაკონტროლდება, რომელიც დაადგენს ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობს თუ სიცრუეს.

პროექტი სახელწოდებით iBorderCtrl-ი უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს უნგრეთის, ლატვიისა და საბერძნეთის აეროპორტებში. ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში გასტანს და სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული გაფართოვდება თუ არა „ტყუილის დეტექტორის“ დაფარვის ზონა.

სისტემა წარმოადგენს კამერით აღჭურვილს რობოტს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ადამიანის სახის 40 მიკრო გამოსახულება შეისწავლოს და გაანალიზოს, მათ შორის ქუთუთოების მცირედი მოძრაობაც კი.

შემოწმებისას რობოტი მოგზაურობასთან დაკავშირებით დასვამს რამდენიმე კითხვას და მგზავრის რეაქციას დააკვირდება.

ვირტუალურ მესაზღვრეს აქვს ონლაინ აპლიკაცია, რომელიც იწერს სავიზო და საპასპორტო მონაცემებს. თითო რობოტზე თითო ადამიანი იქნება მიმაგრებული და თუ კი რობოტს რაიმე ეჭვი „გაუჩნდება“, მაშინ ის  შემდეგი კვლევის მიზნით პროცესში ჩაერთვება.

ადრე iBorderCtrl-ის ტესტირებაში 30 მოხალისე იყო ჩართული. კვლევის შედეგების მიხედვით რობოტმა დეტექტორმა სიცრუე 76%-ის შემთხვევაში გამოავლინა. სპეციალისტები კი ამ დონის 86%-მდე აწევას ვარაუდობენ.