OmniBus-ის საჩუქარი რაგბის ქომაგებს. სატრანსპორტო კომპანია OmniBus-ი, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც 7 და 9 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიაში გამგზავრებას გეგმავენ, უფასოდ მოემსახურება. ამისათვის კი საჭიროა დაჯავშნოთ ადგილები და თან იქონიოთ მატჩზე დასასწრები ბილეთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით OmniBus-ის ქოლ ცენტრს: 0322 159 259
ხოლო ბილეთის დასაჯავშნად ესტუმრეთ საიტს: omnibusexpress.ge

“10 ნოემბერს, ბორჯღალოსნებს უპრინციპულესი შეხვედრა ელოდებათ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენც გვსურს მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ისტორიულ მატჩში და გვერდით დავუდგეთ ჩვენს გუნდს”-ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების გადაყვანაზე სატრანსპორტო კომპანია OmniBus-ი პირველი ოქტომბრიდან ზრუნავს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით OmniBus-ი მგზავრები თბილისიდან და ბათუმიდან გადაჰყავს. რეისები მორგებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ფრენებზეა მორგებული დ