ექსპერტებმა გამოავლინეს უჩვეულო სერვისები, რასაც ავიაკომპანიები ბორტზე მგზავრებს სთავაზობენ.

მაშ ასე:

British Airways-ი მგზავრებს ბორტზე უმასპინძლდება ყავით, რომელის მარცვლებით სპეციალურად ამ კომპანიისათვის არის შეზავებული.

China Southern Airlines-ის ბორტზე მგზავრს შესაძლებლობა ეძლევა ჩაის ცერემონია შეუკვეთონ. S7-ი კოსმონავტების დღის საპატივცემულოდ მგზავრებს კოსმოსურ კვებას სთავაზობს, რომელიც მილებიდან საკვების მიღებას გულისმობს.

My Q-Tag Qatar Airways-გან – კლიენტებს შეუძლიათ, რეგისტრაციის შემდეგ ბარგის ბირკა სახლში თავად ამობეჭდონ. ამის შემდეგ ის ჩანთას ან ჩემოდანს მიამაგრონ და სპეციალურად გამოყოფილ დახლთან, რიგის გარეშე, ჩააბარონ.

ავიაკომპანია El Al-ის ზოგიერთ ძველ რეისზე პილოტთან ერთად მოგზაურობს ჯამბაზი, ან ცნობილი ზღაპრის რომელიმე ცნობილი პერსონაჟი, რომელიც მგზავრობისას ბავშვების გართობაზეა ორიენტირებული.

ავიაკომპანია China Eastern-ი ტრანზიტულ მგზავრებს აეროპორტთან ახლოს სასტუმროში უფასოდ განთავსების სერვისს სთავაზობს.

Asiana Airlines-ი კი საკუთარ მგზავრებს ერთ-ერთ ადგილობრივ ლუდსახარშში 15%-იან ფასდაკლების ვაუჩერს აძლევს.

Turkish Airlines-ი კი ტრანზიტულ მგზავრებს, რომელთაც გადაჯდომისათვის 6 საათზე მეტი აქვთ, სტამბოლის გარშემო უფასო ექსკურსიის სერვისს სთავაზობს.