ქუშადასი (Kuşadası) – ეს არის ქალაქი აიდინის პროვინციაში, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ქუშადასი პატარა საკურორტო ქალაქია, რომელშიც სულ 77 000 მოსახლე ცხოვრობს, თუმცა ამ საკურორტო ქალაქს ერთდროულად მილიონამდე ტურისტის მიღება შეუძლია და ივლისის ბოლოს – აგვისტოში ქალაქში აქ მილიონამდე ადამიანი იყრის თავს.
ქუშადასში დასასვენებლად ჩამოდიან ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ტურისტები, რომლებსაც უბრალოდ ზღვაზე დასვენება, გართობა და ძველი სამყაროს ანტიკური არქიტექტურის დათვალიერება უნდათ, აუცილებლად უნდა ეწვიონ ქუშადასს. ამასთან, ეს არის ქალაქი, რომელიც არასოდეს “იძინებს”, რადგან ასობით დისკო-ბარი, კაფე თუ რესტორანი 24 საათის განმავლობაში ემსახურება ამ საოცარ ჩამოსულ უამრავ ვიზიტორს.
ქალაქიდან 6 კილომეტრში მდებარეობს ძალიან გრძელი პლაჟი სახელწოდებით – “ლონგ ბიჩი”. მისი სიგრძე 30 კილომეტრია და აღსანიშნავია, რომ პლაჟი სეზონზე ყოველთვის გადაჭედილია დამსვენებლებით.
აქ თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ასევე მრავალი კულტურული ღურსშესანიშნაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის ზევსის გამოქვაბული. კუშადასის ეროვნული პარკის შესასვლელთან მდებარე ზევსის მღვიმე ულამაზესი ადგილია, რომელიც დამსვენებლებს იზიდავს თავისი სუფთა და ყინულოვანი წყლებით.
აღსანიშნავია გუვერცინადა (მტრედის კუნძული), რომელიც კუშადასის ერთ-ერთი სიმბოლოა და რომელსაც მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი უკავია ტურისტული ატრაქციონების სიაში.
ასევე კურშუნლუს მონასტერი, რომელიც მდებარეობს კუშადასის დავუთლარის რეგიონის სამხრეთ და დილეკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და აშენებულია კლდეებსა და ტყეებზე 690 მეტრის სიმაღლეზე.
ისტორიულ ქუშადასში ღირსშესანიშნაობათაგან გვხვდება ქუშადასის ეროვნული პარკი, კალეიჩის მეჩეთი და სხვ.
ქვიშიანი სანაპიროები, თბილი და ფირუზისფერი ზღვის წყალი, მრავალფეროვანი გასართობი საშუალებები, როგორებიცაა: წყლის თხილამურები, ნაოსნობა, სერფინგი, დაივინგი, პლაჟის ხელბურთი-ეს ის უპირატესობებია, რომლებიც კუშადასს კულტურულ ძეგლებთან ერთად ტურისტულად მიმზიდველ ულამაზეს რეგიონად წაროაჩენს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ იახტებითა და გემებით, პანორამული ხედებითა და მზის ჩასვლის დაუვიწყარი სანახაობით. რესტორნებსა და ღია კაფეებში კი ყოველთვის შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.