ევროპულმა ავიამშენებელმა საწარმომ Airbus-მა, აშშ-ს სანქციების გამო, შესაძლოა ირანულ კომპანიებთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი ვერ შეასრულოს და სამგზავრო თვითმფრინავების მიწოდება ვერ მოახერხოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკვე ოფიციალურად გააკეთა Airbus-ის ერთ-ერთმა მენეჯერმა გიიომ ფორმა.
როგორც ცნობილია, IranAir-მა 200 სამგზავრო თვითმფრინავზე გააკეთა შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 38,3 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ შეკვეთიდან 100 ერთეული ლაინერი სწორედ Airbus-ზე მოდის, 80 ერთეული – Boeing-ზე და 20 ერთეული – ATR-ზე.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ტრანზაქცია დამოკიდებულია აშშ-ის ლიცენზიებზე აშშ-ის საჰაერო ხომალდის კომპონენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეკვეთილი 100 ხომალდიდან, რომლის ბიუჯეტიც 18 მლრდ ევროა, Airbus -მა ირანულ ავიაკომპანიას უკვე მიაწოდა 3 ლაინერი.
როგორც Airbus-ის წარმომადგენელი განმარტავს, კომპანია კიდევ ელოდება გარკვეულ დეტალებს სანქციების შესახებ, თუმცა მიაჩნიათ, რომ დიდი ალბათობით Airbus-ი დარჩენილ 97 თვითმფრინავს ვერ მიაწვდის, ეს იმ ფონზე როდესაც ავიაკომპანიას ამ თვითმფრინავების დიდი საჭიროება აქვს.
ყველა ეს ტრანზაქცია დამოკიდებულია აშშ-ის ლიცენზიებზე აშშ-ის საჰაერო ხომალდის კომპონენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.