თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა უარი თქვა Skytrax-ის მსოფლიო ავიასაწარმოების აუდიტის რეიტინგში მონაწილეობაზე. გადამზიდავი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს არ აკონკრეტებს.
ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან Skytrax-ის მთელ მსოფლიოში აღიარებას, – რეიტინგში უმსხვილესი ავიაკომპანიები მუდმივად აკონტროლებენ თავიანთ პოზიციებს და ცდილობენ გაზარდონ ის.
ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა Turkish Airlines-ის უარის მიზეზი თავად რეიტინგის შედგენის სპეციფიკა არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ რეიტინგში Turkish Airlines-ის პოზიცია სულ უმჯობესდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, Skytrax-ის რეიტინგში Turkish Airlines-ი ზედიზედ მეცხრედ დასახელდა სამხრეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად. ამ დროისათვის თურქულ ავიაგადამზიდავს 4 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, ისევე როგორც Aeroflot-ს, Emirates-სა და Atlas Global-ს.