საფრანგეთის აეროპორტები ევროკავშირს სთხოვენ ახალი შესვლის სისტემის (EES) ამოქმედების თარიღი 2025 წლამდე გადადოს. ისინი ამბობენ, რომ ნოემბრისთვის მოსამზადებლად დრო არ ექნებათ.
EES თავდაპირველად უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის მაისში. მაგრამ პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გამო, მისი გაშვება 2024 წლის 6 ნოემბრისთვის გადაიდო. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აეროპორტები მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე უნდა მოამზადოს. მაგრამ საფრანგეთში ეს სამუშაოები ზაფხულში ვერ განხორციელდება.
აეროპორტის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ერთი თვე საკმარისი არ იქნება ყველა პროცესის დასაწყებად. ამიტომ, ისინი ითხოვენ ახალი სისტემის ამოქმედების გადადებას 2025 წლის პირველ კვარტლისთვის, თუმცა ევროკავშირის მხრიდან ჯერ პასუხი არ არის.
EES არის ევროკავშირის ახალი სასაზღვრო კონტროლის სისტემა, რომელიც გავრცელდება მესამე ქვეყნებიდან მოგზაურებზე. ის დაარეგისტრირებს შემოსვლა-გასვლებს და დამატებით ინფორმაციას უცხოელების შესახებ (მაგალითად, შესვლის აკრძალვის მიზეზი, დოკუმენტების გაყალბების შემთხვევები და ა.შ.).