თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა აშშ-ში Alaska Airlines-ის ინციდენტის შემდეგ დროებით შეაჩერა ხუთი Boeing 737 MAX 9-ით ოპერირება. ამის შესახებ თურქული ავიაკომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა იაჰია უსტუნმა განაცხადა.
მისი თქმით, Alaska Airlines-ის ლაინერის ინციდენტის შემდეგ, Turkish Airlines-ის ფლოტიდან 5 Boeing 737 MAX 9 ტექნიკური გამოძიების დასრულებამდე დროებით განრიგიდან ამოიღეს.
რატომ შეაჩერა Alaska Airlines-მა თავისი ყველა Boeing 737 MAX 9-ით ოპერირება?