Alaska Airlines-მა ყველა თავისი Boeing 737 MAX 9-ის თვითმფრინავით ოპერირება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ერთ-ერთი მათგანის აფრენისას ბორტს ფიუზელაჟის ნაწილი და ილუმინატორი მოსძვრა. აღნიშნული გამო კი თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა. მგზავრებიდან და ეკიპაჟის წევრებიდან სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ინციდენტი აფრენიდან მალევე მოხდა. ფრენის მონაცემებით, თვითმფრინავი 4876 მეტრ სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა 174 მგზავრით და ეკიპაჟის ექვსი წევრით.

„რეის 1282-თან დაკავშირებული დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ მივიღოთ პრევენციული ზომები და დროებით გავაჩეროთ ყველა ჩვენი 65 ერთეული BBoeing 737 MAX 9“, განაცხადა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მინიკუჩიმ.

თითოეული თვითმფრინავი დაბრუნდება ექსპლუატაციაში სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, რომელსაც მინიკუჩის თქმით, ავიაკომპანია რამდენიმე დღეში დაასრულებს.